მედიქსი განსხვავდება სამედიცინო ტურიზმის სხვა კომპანიებისგან. ჩვენ თქვენთვის ვეძებთ, რამდენიმე კლინიკას ვუკავშირდებით, წინასწარ კონსულტაციებს გავდივართ და ვარჩევთ თქვენთვის ევროპულ ხარისხს. ამ პროცესში მთავარი მხოლოდ თქვენი ინტერესებია, რადგან:
- მედიქსი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ქართველი პაციენტებისთვის გეგმავს სამედიცინო ვიზიტს თურქეთში;
- მედიქსის გუნდი ჯერ საფუძვლიანად შეისწავლის პაციენტის საჭიროებებს, შემდეგ კი მას საგანგებოდ მისთვის შერჩეულ კლინიკასთან აკავშირებს.
- კლინიკის შერჩევის პროცესი პაციენტთან ერთად, მისი ინტერესის, სურვილის, ფინანსური მდგომარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იგეგმება.
რაც ყველაზე მთავარია,
მედიქსი არ არის არცერთი თურქული კლინიკის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ თურქეთის რომელიმე კლინიკის სერვისებს კი არ ვყიდით ქართველ პაციენტებზე, არამედ მათთვის ვყიდულობთ იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც სჭირდებათ.- მედიქსი არცერთი კლინიკისთვის პაციენტების მიზიდვით არ არის დაინტერესებული, რადგან ყველა მათგანთან თანაბარი პირობებით თანამშრომლობს. სწორედ ეს მდგომარეობა გვაძლევს არჩევანს, რომ ამ ურთიერთობაში ქართველი პაციენტის მხარეს წარმოვადგენთ.
- მედიქსთან ერთად მკურნალობის დაგეგმვა მარტივია: მედიქსი თავად უზრუნველყოფს თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის მოპოვების, თარგმნის, შესაბამის კლინიკებში გაგზავნის, ონლაინ-კონსულტაციების დაგეგმვის, ექიმის კონსულტაციის პაციენტისთვის გასაგებ ენაზე მიწოდების, ფინანსური საკითხების, დიაგნოსტიკის, მგზავრობის, დახვედრის, თურქეთში გადაადგილების, დაბინავების, თარჯიმნის, პირადი მძღოლის, საჭიროების შემთხვევაში კი - სხვა დამატებითი პერსონალის მომსახურების ორგანიზებას.